Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიმართლის დამალვის ან შეცვლის მცდელობა ამაოა, რამეთუ რეალური მიზეზი ადრე თუ გვიან მაინც ყველასთვის ცნობილი გახდება … ” – რას ამბობს მამა მიქაელ ბრეგვაძე გარდაცვლილ ლანა ლატარიაზე

August 4, 2026
“სიმართლის დამალვის ან შეცვლის მცდელობა ამაოა, რამეთუ რეალური მიზეზი ადრე თუ გვიან მაინც ყველასთვის ცნობილი გახდება … ” – რას ამბობს მამა მიქაელ ბრეგვაძე გარდაცვლილ ლანა ლატარიაზე

“ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ პოსტის გამოქვეყნებას არ ვგეგმავდი, თუმცა ეკლესიის შეურაცხყოფისა და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, სამწუხაროდ, იძულებული ვარ, სიმართლე გავასაჯაროო.

მეუფე გერასიმეს საეკლესიო მოღვაწეობასა და მის თავდადებას როგორც ეკლესიის, ისე თითოეული მრევლისა და ერის მიმართ წლებია ვიცნობ. შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს ეპარქიამ ოჯახს ტაძარში მიცვალებულის დასვენებაზე უარი მისი მამის უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო უთხრა, არის ისეთი სიცრუე და იმდენად ბინძური კამპანიის ნაწილი რომ სიტყვა ვერ მოვიძიე, ისეთია სახელიც რომ არ აქვს …

ერთ რამეში ვეთანხმები ცილისმწამებლური სცენარის ავტორებს – ტაძარში დასვენების უარის თქმის მიზეზი მართლაც ომი იყო, ოღონდ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ ის ქიმიურ-ბიოლოგიური ომი, რომელიც დედამ მუცლადმყოფი საკუთარი უმწეო შვილის წინააღმდეგ დაგეგმა და რომელსაც სამწუხაროდ შვილთან ერთად თავადაც ემსხვერპლა.

გარდაცვალების უშუალო სამედიცინო მიზეზი გახდა სეფსისი, რომელიც ორი თვის ნაყოფის მოშლის მიზნით მიღებულმა მედიკამენტებმა გამოიწვია.(ეს არის ერის თანამედროვე თვითგენოციდი და ის მძიმე გამოწვევა, რაც საქართველოს სულიერად და ყოფიერად ანადგურებს. ამ საზარელი მოვლენის შეჩერება და აღკვეთა ჩვენი ეროვნული პასუხისმგებლობაა)

ასეთ ვითარებაში მიცვალებულის ტაძარში დასვენება ეკლესიის მხრიდან უმძიმესი ცოდვის შეწყნარებას ნიშნავს, რაც პრინციპულად დაუშვებელია.
ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება და ეკლესიის უსამართლო დადანაშაულება აზიანებს როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ისე მთელ საზოგადოებას.

სიმართლის დამალვის ან შეცვლის მცდელობა ამაოა, რამეთუ რეალური მიზეზი ადრე თუ გვიან მაინც ყველასთვის ცნობილი გახდება.
ორი სიცოცხლის – ქართველი დედისა და მისი უშობელი ჩვილის, ასეთი ტრაგიკული სახით, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად განადგურება არავისთვისაა საამაყო. ღმერთის მორწმუნე, სინდისიერი და ზნესრული ადამიანი ამ მძიმე მოვლენას დუმილითა და ღვთის შიშით შეხვდებოდა და არა იმ გაქვეყნებული აჟიოტაჟითა და სპეკულაციებით, რაც ამ ამბავს მოაყოლეს.

P.S. ეკლესიას არათუ უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილე მებრძოლის შვილისთვის, არამედ თავად უკრაინის მხარეს დაღუპული ქართველი მეომრებისთვისაც კი არასოდეს უთქვამს უარი ტაძარში დასვენებასა და წესის აგებაზე” – წერს მამა მიქაელ ბრეგვაძე სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სემეკ-ში ადასტურებენ, რომ სუს-ს დოკუმენტები გაუგზავნეს, თუმცა, გამოკითხვაზე ჯერ არავინ დაუბარებიათ
  • ექსტრემალური ველოსპორტის საერთაშორისო დღე თბილისში
  • “რუსი არ არის ცივილიზებული ტურისტი და ამას ხაზგასმით აღვნიშნავ…” – რას ამბობს ცოტნე ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge