“ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12 344 პატიმარი იყო ❗
ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.
2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.
№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:
🔴 ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი
🔴 გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი
🔴 ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი”, – წერს გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.
