“ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…” – წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია, რომელსაც 26 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.
ზაალ ლატარია, საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
როგორც უკრაინაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, ზაალ ლატარია ტრაგედიის დროს რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ნათესავებისგან შეიტყო.
ვრცელდბა ინფორმაცია, რომ ლანა სეფსისით გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
