ვანო ზარდიაშვილი სახელწიფო ელექტროსისტემას ტოვებს – ასეთი ინფორმაცია აქვთ თანამშრომლებს. ზარდიაშვილი, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემას წელიწადზე მეტია, ხელმძღვანელობს, ახლა შვებულებაშია. მისი ადგილმონაცვლე უკვე ელექტროსისტემაშია – მოვალეობას ახლა დავით ვარდიაშვილი ასრულებს.
სემეკ-ის ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილი ვანო ზარდიაშვილის შემცვლელია – სახელმწიფო ელექტროსისტემაში ადასტურებენ, რომ ვარდიაშვილი მათთან გადავიდა და ოფიციალურად გენერალური დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილედ დაინიშნა. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია, მას იურიდიულად ვერ ჩაანაცვლებენ. ელექტროსისტემაში ვარდიაშვილი გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს. ზარდიაშვილის წასვლა კი სემეკის კრიტიკულ და ბრალდებებით სავსე დასკვნას ემთხვევა – როცა ელექტროსისტემა ნარმანიას უწყებამ უუნარობაში დაადანაშაულა.
რატომ ჩაბნელდა მთელი ქვეყანა ორჯერ ორი დღის განმავლობაში? – ამის გასარკვევად ელექტროსისტემის თანამშრომლებს გამოკითხვაზე ყოველდღიურად ატარებენ – ამას “პირველებთან” ადასტურებს სუს-იც და ზარდიაშვილის თანამშრომლებიც. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, საყოველთაო ჩაბნელების გამო საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა თუ არა ზარდიაშვილი, სანამ შვებულებაში გავიდოდა.
