თელავში დენის დარტყმის შედეგად 56 წლის კაცი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა.
კაცს ერთ-ერთმა თანასოფლელმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა – მას ელექტრობოძზე ასვლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა.
