Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ “ეროვნული ფასეულობების დაცვის” მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა

August 3, 2026
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

ირაკლი კობახიძემ “ეროვნული ფასეულობების დაცვის” მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კოორდინირებულ შეტევაზე რეაგირება საჭიროა.

ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.
“ჩვენ ამ კანონპროექტზე როგორც ასეთი ჯერ არ გვიმსჯელია, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ.

თქვენ იცით რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები და თქვენ იცით, რომ ესეც კი გააპროტესტეს.

კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან, ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში.

რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას,საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი, კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი – მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, რა თქმა უნდა, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა.” – ამბობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია მთელი სპორტული საზოგადოებისთვის”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge