Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ერთმანეთს ხოცავენ…” – რას ამბობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე

August 3, 2026
“ერთმანეთს ხოცავენ…” – რას ამბობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე

“ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირსპირებაზე “ქართული ოცნება“ კმაყოფილებას ვერ მალავს – გურამ მაჭარაშვილმა დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერები გააკრიტიკა.

პარალელურად, მისი სამიზნე იყვნენ ევროკავშირის ლიდრებიც.

რამდენჯერაც ნაცპარტიამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ მოუწია საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ერთი სრული წელი არ გავა ისე, რომ თავმჯდომარე, ან არ გადააყენონ, ან თვითონ არ გადადგეს. ახლა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურს უწოდებს თავად ბოკუჩავა არჩევნებს, ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომას და ა.შ. ეს არის ნაცმოძრაობის და მათი ლიდერების ბუნება. აი, ამ ხალხზე და ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდა და გვეუბნებიან ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი, რომ არის პროდასავლური ღირებულების. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნინა. მორიგ ჯერზე გამოჩნდა, თუ როგორ არასწორად პროპაგანდირებდა ევროკავშირის ელჩი და ევრობიუროკრატია, რომ თითქოს, ის ნაცაგენტურა, რომელიც თავის თავმჯდომარეს ვერ ირჩევს ჩხუბის და აყალ-მაყალის გარეშე, უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთ-ერთ მთავარ ამრევად ქვეყანაში და მათი პარტიის განახლებაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ჯერჯერობით, მათი განახლება ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზეა, ამ ჯიჯგვნაში, რომელი დაჯიჯგნის, ეს თუ არის რეფორმა და განახლება, ეს მათმა შემორჩენილმა ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ გაგებით პოლიტიკურად არანაირი კონკურენტი არ არის, ეს მრავალი არჩევნების, ყოველი არჩევნების შემდგომ, უფრო მკაფიოდ, ციფრებში გამოიკვეთება. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთ-ერთ მთავარ ამრევად ქვეყანაში, პოლიტიკური ვითარების და ამის მცდელობის მთავარ მედროშედ, ეს ფაქტია და ამ ფაქტს, დღეს მე მგონი, მთელი საზოგადოება ეთანხმება, – აცხადებს ქადაგიშვილი.

“TV პირველის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას არ დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ელოდება, როდის გაუგზავნიან პოლიტსაბჭოს ოქმს.

ბოკუჩავას აინტერესებს, ნამდვილად შედგა თუ არა ქვორუმი, რის საფუძველზეც 5 აგვისტოს ყრილობა ჩაინიშნა.

თინა ბოუჩავა 2 დღის წინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, დაესწრება თუ არა 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობას. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმ პასუხებზე, რასაც ის პარტიის გენერალური მდივნისგან, პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღებს.

“ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს…” – რას წერს ნინო წილოსანი
  • სპეციალისტები ითხოვენ პასუხს, სად არის ადრეული გაფრთხილების სისტემები
  • 10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაიაფდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge