Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ჩაბნელება, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა…” – რას ამბობს ლაშა ფარულავა

August 3, 2026
“ჩაბნელება, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა…” –  რას ამბობს ლაშა ფარულავა

“ჩაბნელება, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინებისს ფასს, საქართველოს მოქალაქეები გაძვირებული ტარიფით იხდიან.

ივანიშვილის “ოცნებამ” სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაუშვა ზარდიაშვილი და მოიყვანა ვარდიაშვილი. ამით ცხდილობს, ერთ ადამიანზე გადატეხოს ჯოხი იმ ჩაბნელებაზე, რომელიც ორჯერ მოხდა საქართველოში. ეს გათიშვა არა ზარდიაშვილის, არა ვარდიაშვილის, არა მდინარაძეების, არა კობახიძეების, არამედ, ივანიშვილის პასუხისმგებლობაა. სწორედ ივანიშვილის ბიტკოინების ფასს ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან გაძვირებული დენის ტარიფით. ავარიული გათიშვა საქართველოში მოხდა, მაგრამ სემეკის თავმჯდომარე კვლავ დავით ნარმანიაა. ვინ არის ამ 14 წლიან საკადრო პოლიტიკაზე, თუ არა ბიძინა ივანიშვილი? “- თქვა ფარულავამ.

ოპოზიციისა და მედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.

ოფიციალურად, შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი “პირველებს” უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამი გზა, რომელიც ჩვენს ძვლებს უფრო ძლიერს გახდის
  • “ერთმანეთს ხოცავენ…” – რას ამბობს “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე
  • 29 მილინიან შესყიდვაში წინადადების მიღება დასრულებულია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge