ვანო ზარდიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი რიგითი ჯალათუკა იყო – ასე ეხმაურება შალვა ნათელაშვილი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
ნათელაშვილის განცხადებით, არავის უნდა გაუხარდეს ასეთი ადამიანების გადაყენება, რადგან ეს მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ემსახურება.
“მილიარდების და მილიონების განაწილებაში მას შეხვდა იმდენი წილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფეხი-ფეხ გადადებული ინებივრებს”- თქვა ნათელაშვილმა.
“ეს ბატონი [ვანო ზარდიაშვილი] ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი რიგითი ჯალათუკა იყო, რომელიც დეპუტატობიდან ცნობილი მიზეზების გამო გაუშვეს და ჩააბარეს მილიარდიანი ენერგეტიკული სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ამ მილიარდების და მილიონების განაწილებაში მას შეხვდა იმდენი წილი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის და მისი შთანმომავლები, ისევე როგორც ივანიშვილის სხვა ჯალათები და მათი შთამომავლები ფეხი-ფეხ გადადებული ინებივრებენ უპრობლემოდ. ასე რომ, ნურავის გაუხარდება მათი მოხსნა, გადაყვანა, დროებით მიჩუმათება, რადგან ეს ყველაფერი თვალის ახვევას ემსახურება”- თქვა ვანო ზარდიაშვილმა.
ოპოზიციისა დამედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.
“TV პირველის” ინფორმაციით, გაირკვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი მოადგილედ დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი ადასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.
