Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს ბიჭი ძმას ეძებდა ამ ლაფში და ტალახში. იქვე მდგომებმა მითხრეს, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, მთელი ღამეა ასე დადის და ეძებსო…” – რას წერს სალომე სიმონია

August 3, 2026
“ეს ბიჭი ძმას ეძებდა ამ ლაფში და ტალახში. იქვე მდგომებმა მითხრეს, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, მთელი ღამეა ასე დადის და ეძებსო…” – რას წერს სალომე სიმონია

“ეს ბიჭი ძმას ეძებდა ამ ლაფში და ტალახში. იქვე მდგომებმა მითხრეს, არ გაჩერებულა, არ დაუსვენია, მთელი ღამეა ასე დადის და ეძებსო.
უკვე 3 წელი გავიდა. ამ ბიჭზე ხშირად მეფიქრება, იმ 33 გარდაცვლილზეც და ქალზე, რომლის ტირილის ხმა ახლაც ჩამესმის, ოჯახის 9 წევრი რომ დაკარგა.
შოვში ნანახის დავიწყება ძნელია, მაგრამ რამდენიმე დღის მანძილზე, რაც ვნახე, ტრაგედიაზე მეტი აღმოჩნდა. უფრო მძიმე და შემზარავი.
● ვნახე, როგორ ეჩხუბებოდა მხარის გუბერნატორი იმ კაცს, რომელმაც ძმა დაკარგა. უყვიროდა ტონი შეარჩიეო.
● ვხედავდი, ოჯახის წევრები როგორ ელოდნენ ახალ ინფორმაციას და მათთან ხშირად არ მოდიოდნენ.
● ვნახე, როგორ დადიოდნენ ოცნების ჩინოვნიკები მხოლოდ ფოტოგრაფის თანხლებით.
● ბახილებ ამოცმული ჩინოვნიკიც ვნახე, ჭირისუფალთან ასე მოსული.
● ისიც მესმოდა, დაღლილი მაშველები ერთმანეთს რომ ეკითხებოდნენ უკვე საღამოს 5 საათზე: ნეტავ, საჭმელს არ გვაჭმევენო?
● ისიც ვნახე, მაშველები მობილურით რომ ინათებდნენ გზას და მხოლოდ საკუთარი თავგანწირვით იბრძოდნენ.
● მერე 20 000 ლარად შეფასებული სიცოცხლეებიც ვნახე.
● შოვიდან სრულიად ჩამოშლილი, მოწყვლადი და უსუსური ქვეყანა გამოჩნდა საქართველო.
ქვეყანა, სადაც შოვის მერე გურიაში 3 ადამიანი დაიღუპა სტიქიის გამო. შემდეგ იმერეთში, ნერგეეთში – 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი იყო.
მერე ოცნების პროკურატურამ, თავად წარუდგინა ბრალი მის ჩინოვნიკს – ტენდერიდან ფულის მოპარვის და შოვში ჯებირების არგაკეთებისთვის.
ამ ბიჭმა ძმა ვერ იპოვა და ვერც ჩვენ ვიპოვით ნამდვილ მშვიდობას, სანამ ეს ქვეყანა მიტაცებული ექნება კორუმპირებულებით, არაპროფესიონალებით სავსე პარტიას”, – წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.
შოვის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები… ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე მაშველებს მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ზარდიაშვილთან დაპირისპირება ჩემთან დაპირისპირებაა…”- რას იხსენებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი
  • დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას
  • წყალი 23 საათამდე შეწყდება – კომპანია GWP ინფორმაციას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge