Monday, August 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბიძინას გეგმა როგორია – კობახიძე უნდა გაუშვას პიკზე, როცა გადაწყვეტილებას მიიღებს…” – რას ამბობს გია ხუხაშვილი

August 3, 2026
“ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი ყოველდღიურად, სანამ მათი ამოცანა არ იქნება მიღწეული ან საზოგადოება მათ არ აიძულებს, რომ უარი თქვან ამ ძალიან მანკიერ მიდრეკილებებზე” – გია ხუხაშვილი “მეტრონომთან”

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ას სა­ერ­თოდ არ ეს­მის, რა არის პო­ლი­ტი­კა ან ეზა­რე­ბა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნა, თუ ოპო­ზი­ცი­ი­დან ვინ­მეს რე­ა­ლუ­რად სურს ლი­დე­რო­ბა, ჩა­იც­ვას „რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი და ხალ­ხის ნდო­ბა, ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ი­პო­ვოს“.
“ვსა­უბ­რობ ახალ ლი­დე­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც რკი­ნის ქა­ლამ­ნებს ჩა­იც­ვამ­დნენ და არ იტყოდ­ნენ: „ბენ­ზი­ნი არ მაქ­ვსო“ . პო­ლი­ტი­კა­ში რე­სურ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ 90-იანი წლე­ბი­დან მოვ­დი­ვართ, მშივ­რე­ბი და 24 სა­ა­თი ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვით, რაზე ვლა­პა­რა­კობთ, ფუ­ლია მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კა­ში? რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნას [ივა­ნიშ­ვი­ლი] მეტი ფული აქვს, მა­შინ გა­ვა­ნე­ბოთ პო­ლი­ტი­კას თავი. კე­თი­ლი ინე­ბეთ, რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი ჩა­იც­ვით, არ გაქვთ ბენ­ზი­ნი? ფე­ხით და ავ­ტო­ბუ­სით წადი, აი­ყო­ლიე ხალ­ხი. ლუ­ზე­რო­ბას ას­ხი­ვე­ბენ. ილუ­ზი­აა, რომ ახლა ეს პარ­ტი­ე­ბი ერ­თად დას­ხდე­ბი­ან და რამე შე­იც­ვლე­ბა. არ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან ძალა ხალ­ხშია. პირ­ველ რიგ­ში, ეს პარ­ტი­ე­ბი იმა­ზე კი არ უნდა ზრუ­ნავ­დნენ ერ­თად დას­ხდე­ბი­ან თუ არა, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა უნდა მო­ი­პო­ვონ. მერ­წმუ­ნეთ, ვინც ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს, ყვე­ლა პარ­ტია მას­თან მივა და მის ირ­გვლივ მოხ­დე­ბა კონ­სო­ლი­და­ცია.. ამი­ტომ, ვინ­მეს უნდა რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რო­ბა?ეს არის ფორ­მუ­ლა-ჩა­იც­ვი „რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი“ და ხალ­ხის ნდო­ბა მო­ი­პო­ვე, ხალ­ხში მო­ი­პო­ვე ავ­ტო­რი­ტე­ტი. იმ მენ­ტა­ლი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რო­გო­რიც დღეს გვყავს, რომ დი­სი­დენ­ტი უნდა იყოს და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს, რომ ცი­ხე­ში წა­ვი­დეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპერ­სპექ­ტი­ვოა. ცი­ხე­ში წას­ვლა ნიშ­ნავს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით პო­ლი­ტი­კი­დან გა­თიშ­ვას. ვირ­ტუ­ა­ლურ პო­ლი­ტი­კო­სე­ბად იქ­ცნენ, კვი­რა­ში ერთხელ ტე­ლე­ვი­ზორ­ში დას­ხდე­ბი­ან, „სიბ­რძნე­ებს“ და­აფ­რქვე­ვენ და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არი­ან. ვისი ლი­დე­რე­ბი არი­ან? გა­ზო­მონ ხალ­ხში, სად არი­ან“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის თუ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხდე­ბა, ეს არის რუ­სუ­ლი „ეფეს­ბეს“ მე­თო­დი.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ამის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია „ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­სა­ცა­ვად“ MMA-ის მებ­რძო­ლის, გი­ორ­გი ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის მიერ ახა­ლი მოძ­რა­ო­ბის და­ფუძ­ნე­ბა.

„იქი­დან კო­პი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, კა­ნო­ნე­ბია, თუნ­დაც ეს „ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი“, რო­მელ­საც ახლა ქმნი­ან და ვი­თომ რე­ლი­გი­ის დაც­ვა რომ უნ­დათ. ნო­დარ დუმ­ბა­ძე დღეს რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი მტე­რი იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ, ისიც „შე­მო­ე­ლა­ხე­ბო­დათ“ ამ ჯიგ­რებს. ესეც ხომ რუ­სუ­ლი მო­დე­ლია- ჯერ ჩეჩ­ნეთ­ში და­ი­წყო, მერე მოს­კოვ­ში გაგ­რძელ­და ე.წ. ურა პატ­რი­ო­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამ სა­კი­თხი­სა, მან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის შექ­მნა­ზეც ისა­უბ­რა.
„თუ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ფერს ავა­წყობთ, და­ვი­ნა­ხავთ ასეთ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერთი პე­რი­ო­დი სა­ბე­ლი და­უგ­რძე­ლა ბავ­შვებს. ჩვენ ვი­ცით სის­ტე­მა რო­გორ მუ­შა­ობს, სექ­ტა­სა­ვით არის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, არის ერთი ღმერ­თი და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა არის მრევ­ლი. არა­ნა­ი­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს. ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რო­მელ­საც ყვე­ლა მიყ­ვე­ბა. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ერ­თგვა­რი დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი შექ­მნა. ხე­ე­ბი ხომ უყ­ვარს, ადა­მი­ა­ნე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბად აქ­ცია, მორ­წყავს, მო­უვ­ლის, სახ­ლთან ახ­ლოს დარ­გავს, მერე თვალ­ში არ მო­უ­ვა, ამო­თხრის და იქით გა­დარ­გავს. ფი­ზი­კუ­რა­დაც ამით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. თა­ვის ბაღ­შიც იმა­ვე პრო­ცე­დუ­რებს ატა­რებს, რა­საც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პოსტსაბ­ჭო­უ­რი მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა აქვს.

„დღეს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს, პო­ლი­ტი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად, პო­ლი­ტი­კის­გან და­ცა­ლა. იმის­თვის, რომ მისი ნა­ბი­ჯე­ბი ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, უპირ­ვე­ლე­სი სა­მიზ­ნე მდი­ნა­რა­ძე იყო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ კო­ბა­ხი­ძის ჩა­რე­ცხვის დრო ჯერ არ დამ­დგა­რა, მან საკ­მა­ოდ ოს­ტა­ტუ­რად იმოქ­მე­და, თით­ქოს კი არ აშო­რებ­და, აწი­ნა­უ­რებ­და. რა­ღაც ილუ­ზი­ე­ბი და­უ­ტო­ვა, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩა­მო­ა­შო­რა“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლო­გი ფიქ­რობს, რომ ახლა „ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს“.

„ეს არის კო­ბა­ხი­ძის სტე­რი­ლი­ზა­ცია. ბი­ძი­ნას გეგ­მა რო­გო­რია – კო­ბა­ხი­ძე უნდა გა­უშ­ვას პიკ­ზე. როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, კო­ბა­ხი­ძეს უნდა აკი­დოს ამ პე­რი­ოდ­ში დაგ­რო­ვი­ლი მთე­ლი ცოდ­ვე­ბი და ამ ცოდ­ვებ­თან ერ­თად ჩა­რე­ცხოს, ეს არის მისი გეგ­მა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ გაჰ­ყავს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის­გან ნელ-ნელა. მისი გეგ­მა არის, რომ წლის ბო­ლომ­დე უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს ე.წ. მმარ­თვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მა სუ­ვე­რე­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ალ­გო­რით­მით. ეს ნიშ­ნავს, რომ არის ერთი დო­მი­ნან­ტი პარ­ტია და არის მისი სა­ტე­ლი­ტი, ფა­სა­დუ­რი ოპო­ზი­ცია, ამით ხდე­ბა მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბის იმი­ტი­რე­ბა, რო­გორც რუ­სეთ­შია. აქაც ხომ არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კა და არ­სე­ბობს ერთი ხე­ლი­სუ­ფა­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­სა­ზღვე­ვი აქვს სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა, რის გა­მოც ოჯა­ხის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობს.

„კი ამ­ტკი­ცებს ყვე­ლა და მათ შო­რის, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი რომ პო­ლი­ტი­კა არ აინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ვხე­დავთ ვო­ი­ა­ჟებს, “მე­სი­ჯ­ბოქ­სე­ბი­დან” ამო­ღე­ბულ ტეს­ტებს მისი მხრი­დან, რაც სრუ­ლი­ად აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ის პო­ლი­ტი­კურ გზა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლია. მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ წავა, დე­პუ­ტა­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი წო­ნის იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ „ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
  • ილია სულამანიძემ და თაკო მეგრელიძემ ხელი მოაწერეს
  • სპაიდერმენზე ბოლო ფილმმა, მსოფლიო ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 927 მილიონი დოლარი მიიღო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge