თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ტელეფონები და ფული წაართვეს და სცემეს – ამის შესზახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულია ორი პირი.
“…გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
