“აშშ და ირანი მოლაპარაკებებს დღეს, დღის მეორე ნახევარში გამართავენ. ვნახოთ მოიტანს თუ არა ეს შედეგს. ასეთი შედეგით მოხარული ვიქნებოდი. ეს უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და უამრავ ზედმეტ ძალასა და რესურსს დაზოგავს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია, რის შემდეგაც მხარეები ირანის ბირთვული პროგრამის განხილვას გეგმავენ: “გარიგება იგეგმება. შეთანხმება გზაშია. ჩვენ შეგვიძლია ეს ნებისმიერ დროს გავაკეთოთ, როცა მოვისურვებთ”.
