თელავში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით სოფელ კონდოლთან მოხდა. მათივე ცნობით, ერთმანეთს BMW-სა და Opel-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანები იქვე გაჩერებულ სატვირთოებს დაეჯახა, რამაც მთლიანობაში ოთხი სატრანსპორტო საშუალება დააზიანა
როგორც გამოცემა წერს, მიღებული ტრავმების გამო, დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.
