Sunday, August 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის შეეძლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლა და რა პირობებს აწესებს ახალი მოდელი

August 2, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თსუ-ის სტუდენტები დააკავა

ივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ, დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი კრედიტების 80%-ს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებასთან დაკავშირებით.

ეს წესი გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას და არასწორი აღქმების შექმნას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება – სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა. თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.

ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.

ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.

აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაფინანსების ახალი მოდელი სრულიად თავსებადია მსოფლიოს იმ ქვეყნების მოდელებთან, რომლებიც უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.

რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება.

ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა დაფასდეს” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • რას წერს ვერაზე მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge