ჩვენ, მთელი საქართველო საიმედო საყრდენად გვექცა — ჩვენთვის ერთ მუშტად შეიკრა და პულსზე დამადო ხელი – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და ფოტოებს აქვეყნებს
“😓 აი, ახლა, ამ წამს გავიდა 10 თვე მას შემდეგ, რაც ჩემს ანგელოზს სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს.დარტყმამდე 1–2 წუთით ადრე მე უკანასკნელად ვესაუბრე ჩემს შვილს ტელეფონით, რომელიც ჩემგან სულ რაღაც 5–6 წუთის გასული იყო.
😓 ჰო, ასე გულში ჩახუტებული, ზრუნვაში გაზრდილი შვილი მომიკლეს სხვისმა უსიყვარულოდ, ქუჩაში გაყრილმა, ზრუნვის გარეშე გაზრდილმა შვილებმა!!!
❓ რა შეიცვალა მას შემდეგ???
❗ სადღაციდან გამომხტარ უსულგულო ხალხს გაახსენდა, რომ შვილები ჰყავთ, მათი დანაშაული საგულდაგულოდ ჩააფარცხინეს ხელის ბიჭებს და მკვლელობის გახსნის შემდეგ ამაზრზენი თავდასხმები დაიწყეს ჩვენზე.
☝️ ეს იქიდან!!!!
❗ ჩვენიდან????
👉 ჩვენ, მთელი საქართველო საიმედო საყრდენად გვექცა — ჩვენთვის ერთ მუშტად შეიკრა და პულსზე დამადო ხელი.
👉 …აბიტურიენტებმა გამოცდაზე გიგა და ეკა სისპეტაკესთან და სიძლიერესთან გააიგივეს!…
👉 ჩემი სარეცხის თოკზე გიგას მოვლილი ტანსაცმლის ნაცვლად მისი სასაფლაოს ქვების საწმენდი ტილოები იფინება!!!
‼️‼️‼️ ამ დროს, რაღაც იურიდიული ფორმალობების გამო, ჩემი შვილის მკვლელობის დამკვეთი/წამქეზებელი/დამხმარე ნია იმნაძე ისევ თავისუფალია!!!
😓 გიგა ავალიანის სიკვდილის გარანტი აღმოჩნდა მისი მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება!
‼️ ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სიცოცხლის გარანტი კი არის სახელმწიფო სამართალი!!!
P.S. ვიცი, სიახლეები გაინტერესებთ ჩემგან და 2–3 დღეში ინტენსიურად დავწერ პოსტებს” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე და ფოტოებს აქვეყნებს.
