უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში 50 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა 400 000-მდე სამხედრო.
“ბოდიში, ძალიან რთულია ამაზე საუბარი – მე არ მინდა ძალიან ღია ვიყო, რადგან რუსები გვისმენენ. მაგრამ, ჩვენ გვყავს დაახლოებით 50 000 დაღუპული სამხედრო და 400 000-მდე დაჭრილი. ასევე ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგული” – თქვა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, რამდენია რუსეთის დანაკარგი ომში ზელენსკიმ უპასუხა – “მათ ომის დაწყებიდან დღემდე 1 600 000 ჯარისკაცი დაკარგეს, მათგან დაახლოებით 700 000 დაღუპულია… ბრძოლის ველზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ინიციატივა რუსეთის ხელში არ არის. ჩვენ არ ვაგებთ ომს და ისინი არ იგებენ”
