სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი არც დღეს შეუშვეს პროცესზე, სადაც მასზე ძალადობაში ბრალდებულ გდდ-ს თანამშრომლის პროცესი მიმდინარეობდა,
სასამართლოში მისულმა აქტივისტმა დღეს გაიგო, რომ პროკურატურას ის მოწმეთა სიაში ჰყავს შეყვანილი დ სწორედ ამიტომ ვერ ესწრება პროცესებს.
როგორც პროკურორმა და მოსამართლემ განმარტეს, მაისაშვილი როგორც დაზარალებული, ასევე მომწმეა, შესაბამისად, ის ჯერ უნდა გამოიკითხოს მის ცემასთან დაკავშირებით და მხოლოდ მას შემდეგ მიეცემა პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა.
აქამდე მხოლოდ დაზარალებული ვიყავი და მოვახერხე დასწრება, ვიდრე არსებითი განხილვა დაიწყებოდა, მას შემდეგ კი, რაც არსებითი განხილვა დაიწყო, ვერ ვახერხებდ ასწრებას. დღესაც მიზეზი იყო, რომ არ ვარ მე დაკითხული, სასამართლოს მიერ, შესაბამისად, არც ის ვიცი, როდის დავიკითხები. გამოძიების ეტაპზე, ჯერ კიდევ გამოვიკითხე მაშინ, როცა სასამართლოში ვიყავი, დამირეკა გამომძიებელმა, აიღო ჩემგან ჩვენება. უნდა ყოფილიყო საქმე უკვე აღძრული, ჩემი ჩვენებაც არის. ერთადერთი დღეს რაც მოვახერხე, შორიდან შევიხედე და დავინახე ეს ორი ბრალდებული ადამიანი, არანაირი სიახლე არ არის ამ ეტაპზე, – განაცხადა მაისაშვილმა.
ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული. სამივე ბრალდებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.
