Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის ოჯახი სუიციდის ვერსიას არ ეთანხმება – ახალი დეტალები

July 31, 2026
თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის ოჯახი სუიციდის ვერსიას არ ეთანხმება – ახალი დეტალები

თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის, ლუნ სოლოს ოჯახი სუიციდის ვერსიას არ ეთანხმება.

27 წლის ლუნ სოლო (ოფიციალური სახელი და გვარი ბოვორნტატ პენგსუკი) ტაილანდელი მოგზაური იყო, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა სოციალურ ქსელებში. ცნობილია, რომ ის მძიმე სოციალური პირობებიდან მოდიოდა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა მძმე სამუშაოებზე მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, სანამ მოგზაურობას დაიწყებდა და გლობალურად ცნობილი ვლოგერი გახდებოდა. Youtube-ზე მის ვლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ის თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს.

ოჯახს ლუნ სოლოსთან ბოლო კომუნიკაცია 13 ივლისს ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ამის შემდეგ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სოციალურ ქსელებში კამპანიაც წამოიწყეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ტაილანდელი მოგზაურის ცხედარი 14 ივლისს აღმოაჩინეს. თუმცა ოჯახისთვის მისი გარდაცვალების ფაქტი 2 კვირის შემდეგ გახდა ცნობილი. 29 ივლისს ლუნ სოლოს ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოგზაურის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თუმცა ეს სტანდარტული მუხლია და მის მიხედვით გამოძიება მაშინაც იწყება ხოლმე, როდესაც გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია და საჭიროა გამოძიება ან სამედიცინო ექსპერტიზა.

მოგზაურის ოჯახი მისი გარდაცვალების გარემოებების დეტალურ გამოკვლევასა და განმარტებას ითხოვს. გარდაცვლილის ახლობლებს ასევე კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შეძლო ქართულმა პოლიციამ ოჯახის მოძიება და ამბის შეტყობინება, როდესაც სასტუმროში დაბინავებისას მოგზაურის პასპორტის მონაცემები აუცილებლად დაფიქსირდებოდა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ დაგვიანდა ოჯახის ინფორმირება, ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმე სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

როგორც გარდაცვლილი მოგზაურის ბებიამ ტაილანდელ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო მომენტამდე იტოვებდა იმედს, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი და უვნებელი იყო და სახლში დაჰბრუნებოდა.

ის შვილიშვილს როგორც მხიარულს, კომუნიკაბელურს და ყველასთვის საყვარელ ადამიანს ახასიათებს, რომელსაც არც მტრები ჰყავდა და არც არავისთან ჰქონია კონფლიქტი.

მისი თქმით, ლუნი ბებიის სახლის რემონტისთვის ფულს აგროვებდა. როგორც ბებია ამბობს, შვილიშვილის ქცევა და მომავლის გეგმები ოჯახს იმის საფუძველს არ აძლევს, რომ თვითმკვლელობის შესახებ ვერსია დაიჯეროს.

რას ამბობს ტაილანდური მხარე?

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების 14.6% უკვე საქართველოს რეზიდენტებად ითვლებიან
  • სურამი-ოსიაურის გზაზე ტრაილერი გზიდან გადავარდა
  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის დაფინანსების სისტემა იცვლება – რას ითვალისწინებს ახალი წესი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge