Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ…” – რა განმარტებას აკეთებს პროკურორი

July 31, 2026
“სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ…” – რა განმარტებას აკეთებს პროკურორი

ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული გდდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა. მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“დღევანდელი სასამართლო სხდომის გამართვის მიზეზი იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხი, რომ აუცილებლად, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა ეს საკითხი, უნდა დარჩენილიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში. გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, პროცესის დასრულების შემდეგ.

ასევე, როგორც პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, დაზარალებულები დასაკითხ პირთა სიაში არიან, მათი სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ.

“კანონში წერია, რომ მოწმედ დასაკითხი პირი არ ესწრება არსებითი განხილვის სხდომას, სანამ არ მოხდება მისი დაკითხვა. სასამართლომ ჩანიშნა სხდომის თარიღი, შემდგომ სხდომაზე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა გამოკვლევას და უახლოეს პერიოდში მოხდება ორივე დაზარალებულის დაკითხვა”, – განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯივინოსტატი“ ყველა ბავშვზე არ ვრცელდება, ველოდებით მეორე წამალს – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
  • მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატით“ მკურნალობა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge