საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავში კრიზისის გამო, ესპანეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
ნუნესმა აღნიშნა,რომ ასწრაფო ზომები მიიღეს ესპანეთის საზღვარზე კონტროლის გასამკაცრებლად.
„სეუტას ანკლავში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გუშინ საღამოს განკარგულება გავეცი, დაუყოვნებლივ გამკაცრებულიყო კონტროლი ესპანეთის საზღვარზე. გარდა ამისა, საფუძვლიანი შემოწმებების ჩასატარებლად ვგზავნით სასაზღვრო სწრაფი რეაგირების ძალებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში სეუტას ტერიტორიაზე მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით, სულ მცირე, 49 000 მიგრანტი შევიდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით კი, სულ მცირე, 18 მიგრანტი დაიღუპა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მოხვედრის მცდელობისას.
