“ერთი კვირით ოჯახთან ერთად გასული ვარ ქალაქიდან. აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს. შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩანიშვნა და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები, ჩემი აზრით, თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ”, – ამბობს თინა ბოკუჩავა “TV პირველთან”.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას გუშინ ბოკუჩავა არ დასწრებია. პოლიტსაბჭომ პარტიის ყრილობის თარიღად 5 აგვისტო განსაზღვრა.
