Friday, July 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

July 31, 2026
ალეკო ელისაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ახალი საქმე მზადდება

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ცნობით, პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით).

„ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს იმ მოწმე პოლიციელის (ოცმეთაურის) შეურაცხყოფას ედავებიან, რომელსაც ალეკო ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

„ლელოს“ შეფასებით, „სავარაუდოდ, ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას“.

ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელმა, ქეთი თურაზაშვილმა ირაკლი კუპრაძესთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა და თქვა:

„ჯერ იყო პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვინმე ბაბაევის გამოყენებით. შემდეგ, პოლიტიკური აქტის განხორციელების გამო, შუშის ჩამტვრევის და 320-ლარიანი ზარალის გამო, ალეკო ელისაშვილს ტერორისტობა დაბრალეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საზოგადოებას ალეკოს ტერორისტობა რომ ვერ დააჯერეს, ე.წ. ძაღლების საქმე შეკერეს, სადაც ერთადერთ მოწმედ არარსებული ძაღლი დაიმოწმეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო, საქმე თაროზე შემოდეს და ამ აბსურდულ საქმეს ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ ვერ შეხვდეს ოჯახის წევრებს.

„ოცნებამ“, როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგვთავაზეს, თითქოს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყო.

შეგახსენებთ, იმ სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ტერორისტობა დააბრალა და 13 წლით გაუშვა ციხეში. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ და ყველას, ვინც ასრულებს „ქართული ოცნების“ უკანონო დავალებებს, ყველას მოგიწვეთ პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე“, – თქვა ქეთი თურაზაშვილმა.

2026 წლის 10 ივლისს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის მტკიცებით, 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალითა და ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული და ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი ჩაქუჩით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

2026 წლის 30 მარტს პროკურატურამ ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა ისევ ტერორისტული აქტის მუხლით. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობასთან მივიდა, შენობაში აალებადი ნივთიერება შეაგდო და ხანძარი გააჩინა. საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოყენებულია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის მიერ აღებული სუნის კვალი, რის გამოც საქმეს ადვოკატები „ძაღლების საქმეს“ ეძახიან.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებას პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია, ხოლო ძაღლის მიერ იდენტიფიცირება არასაკმარისი და არასანდო მტკიცებულებაა. თავად ელისაშვილმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ „ერთი ძაღლისა და რამდენიმე კადრის“ საფუძველზეა აგებული.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება, რომელიც ალეკო ელისაშვილის მიმართ არსებობს, ალი ბაბაევის დევნას შეეხებოდა.

კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ალეკო ელისაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით – ძალადობით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე.

გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქთან ელისაშვილი თავს დაესხა „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ელისაშვილი ბრალდებას არ დაეთანხმა და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ალი ბაბაევის საქმეზე ალეკო ელისაშვილი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 2024 წლის 16 დეკემბერს პროკურატურამ თავად მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით. სასამართლომ პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი (ზოგიერთ მედიაში შეცდომით 4 000 ლარია მითითებული) შეუცვალა და ელისაშვილი გაათავისუფლა. საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ…” – რა განმარტებას აკეთებს პროკურორი
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
  • “არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა”-მიხეილ ბოცვაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge