პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე – ადგილობრივი მოსახლეობა მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებმა მეზობელი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და შენობების კედლებზე ბზარები გაჩნდა.
მოსახლეობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირით გადაიყვანეს და დაზიანებული სახლები შეაკეთეს, პრობლემა არ აღმოიფხვრა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
ადგილობრივები თბილისის მერიას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციას უკვე მიმართა და სამშენებლო კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
დაგვანგრია ორივე ერთმა მშენებლობამ – სასატუმრომ, ლევან ახვლედიანმა. ის დააკმაყოფილეს, მე არ დამაკმაყოფილეს. მაქვს საერთო საზიარო კედელი ამ მეზობელთან და მას აქვს ნებართვა არქიტექტურის მიერ გაცემული, რომ მას შეუძლია, ჩამოშალოს ეს საერთო, საზიარო კედელი. მარტო მე არ ვარ, 9 ოჯახია აქ. ყველას გარეშე მიიღო ეს ნებართვა, რომ საერთო საზიარო კედელი მოხსნას და ააშენოს მაია შიმშილაშვილის სახლი.
მივმართავ კალაძეს, განიხილოს, რა ხდება მის სტრუქტურაში, როგორი კორუფცია, მე ასე ვფიქრობ, გამოიძიოს. არ არის ეს ისე, რომ ვიღაცას ასე მისცე საბუთი და არ იცოდე, იქ საერთო საზიარო კედელი რომ არის არ შეამოწმო. წაიყვანა პატრულმა ახლა ის კაცი დაკითხვაზე ვინც არიუს მშენებელი, დამშლელი, დემონტაჟის კომპანიის დირექტორი ვინც არის და არ ვიცი რა უნდა ვქნა, – ამბობს ადგილობრივი მოსახლე.
