რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, მოსკოვის ნაძირლებსა და ჩრდილოეთ კორეის შეშლილ რეჟიმს შორის ალიანსი რაკეტებისთვის არსებობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
“რადუშნოზე დარტყმაში, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, რუსებმა, წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენეს. რა თქმა უნდა, მეტი კვლევა იქნება და ყველაფერი გადამოწმდება, მაგრამ ამ მომენტისთვის – ეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტაა. მოსკოვის ნაძირლებსა და ჩრდილოეთ კორეის შეშლილ რეჟიმს შორის ალიანსი არსებობს რაკეტებისთვის, ჩრდილოეთ კორეული სამხედროებისთვის აქ, ჩვენთან, ევროპაში და ჩვენი უკრაინელი ბავშვების დახოცვისთვის.
რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით დღეს ბევრმა დაგმო ეს დარტყმა. ბევრი სამძიმარი იყო დაკარგული სიცოცხლეებისთვის. ევროპულმა ქვეყნებმა ასევე ბევრი განცხადებები გააკეთეს, რადგან რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ლუბლინთან მახლობლად მინდორში აფეთქდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არა უბრალო სამძიმარი და დაგმობაა, არამედ საჰაერო თავდაცვის რაკეტები და რუსეთზე ზეწოლა, რომელსაც ამ უგუნური რუსული ომის გაჩერება შეუძლია. საჰაერო თავდაცვის რაკეტები – პირველ რიგში Patriot-ებისთვის, მაგრამ ასევე NASAMS, IRIS-T, HAWK, და ჩვენი სხვა სისტემებისთვის – საკვანძო პრიორიტეტია.
იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი – ყველაზე მეტად ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, ისევე, როგორც ჩვენი მეგობრები ევროპაში – იგრძნობენ, რომ ნამდვილი ადამიანური სიცოცხლეებია დამოკიდებული იმაზე, დაგვეხმარებიან თუ არა,” – წერს ზელენსკი.
