თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელბს – გარდაიცვალა დავით სვანაძე, თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი.
“დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ გარდაიცვალა დავით სვანაძე, თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის გამგე და საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი. ვუსამძიმრებთ დავით სვანაძის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მის სტუდენტებს,” – ნათქვამია განცხადებაში.
