ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, 50 წლამდე მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი მისი გარდაცვალება დაადასტურა.
