Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენ ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არ ყოფნას, იმედი გვაქვს, თინა ბოკუჩავა 5 აგვისტოს შემოგვიერთდება” – პეტრე ცისკარიშვილი

July 30, 2026
“ჩვენ ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არ ყოფნას, იმედი გვაქვს, თინა ბოკუჩავა 5 აგვისტოს შემოგვიერთდება” – პეტრე ცისკარიშვილი

ჩვენ ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არ ყოფნას, იმედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს შემოგვიერთდება. სამწუხაროა, რომ წინამოსამზადებელ პოლიტსაბჭოს ვერ დაესწრო , – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ ყოფნას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ყრილობა იმართება მაშინ, როცა თინა ბოკუჩავა ქალაქში იქნება.

„თინა ბოკუჩავა არ არის ქალაქში. ვერ მოახერხა მოსვლა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი ამ კალენდარული მოცემულობიდან გამომდინარე არ იმყოფება ქალაქში. ბევრმა ვერ მოახერხა მობრძანება, ზოგი ჩაგვერთო. ყრილობა იმართება მაშინ, როცა თინა ქალაქში იქნება. ყრილობის ჩატარების წინამოსამზადებელი ეტაპია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება. ჩვენ ასე ვერ დავუმიზნებთ ყველას ლოჯისტიკურ მიზნებს, გადაადგილებებს, ქალაქში ყოფნა-არ ყოფნას. ყრილობაზე რომ უნდა იყოს მოქმედი თავმჯდომარე, ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი. იმედი გვაქვს, რომ 5 აგვისტოს შემოგვიერთდება. სამწუხაროა, რომ წინამოსამზადებელ პოლიტსაბჭოს ვერ დაესწრო.

პარტიაში არის ძალიან ცოცხალი დისკუსია, როგორც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად, ასევე, პარტიის შიდასაორგანიზაციო თემებთან დაკავშირებით. ვისაც აირჩევს თავმჯდომარედ ყრილობა, ან უფრო ფართო არჩევნებით, ის ადამიანი იქნება პასუხისმგებელი პარტიის მომავალ საქმიანობაზე და მას დაერქმევა თავმჯდომარე.

კანონის მოთხოვნაა, რომ პარტიას უნდა ჰყავდეს პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე, შესაბამისად, ჩვენი წესდებაც და ყრილობის გადაწყვეტილებებიც თანხვედრაში იქნება კანონმდებლობის ამ მოთხოვნებთან.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, თუ ის დააყენებს თავის კანდიდატურას ამ პოზიციაზე, შესაბამისად ყრილობის დელეგატები იმსჯელებენ და ვისაც დაუჭერენ მხარს, ის იქნება“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 5 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება. ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას, პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო – ტრაგედიის დეტალები
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge