ივლისის მიწურულს და აგვისტოს დასაწყისში სამყაროში ახალი ენერგეტიკული ეტაპი იწყება. ეს ის პერიოდია, როდესაც ძველი დაბრკოლებები უკან რჩება და სრულიად ახალი შესაძლებლობები იხსნება. ზოგისთვის ეს კვირა ფინანსურ წარმატებას, კარიერულ ნახტომსა და დიდ შთაგონებას მოიტანს, ზოგს კი მოუწევს, თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებსა თუ ურთიერთობებს, რომლებსაც აქამდე ემალებოდა
ნახეთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
ვერძი
კვირა დიდი ენერგიითა და შთაგონებით იწყება. იგრძნობთ, რომ დროა, ოცნებების გადადება შეწყვიტოთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ იმისკენ, რაც მართლა განიჭებთ სიამოვნებას. განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემოქმედებითი საქმეები, რომანტიკული ნაცნობობა და ისეთი აქტივობები, რაც ძალას გმატებთ. ამასთან, სამუშაოც მეტ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ წინასწარ გადაანაწილეთ დრო, რომ არ გადაიღალოთ.
კურო
წინ პროდუქტიული და დატვირთული კვირა გელოდებათ. პირველივე დღეებიდან გაჩნდება შანსი, კარიერაში პოზიციები განამტკიცოთ ან ფინანსურ მიზნებს დაუახლოვდეთ. თუმცა, პარალელურად ოჯახიც მოითხოვს თქვენს ყურადღებას. ნუ დააიგნორებთ ორგანიზმის სიგნალებს – ახლა მთავარია, სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ოქროს შუალედი იპოვოთ.
ტყუპები
ეს კვირა დაგანახვებთ, რამდენად შორს წახვედით. სამუშაოსა და შემოსავლებთან დაკავშირებული გაურკვევლობა ნელ-ნელა გაქრება, განსაკუთრებით კვირის ბოლოს. ამავდროულად, გაგიჩნდებათ მოგზაურობის, სწავლისა და სიახლეების მოსინჯვის სურვილი. ნუ შეგაშინებთ, თუ ტემპის დაწევა მოგიწევთ – სწორედ ასეთ პაუზებში იბადება საუკეთესო იდეები.
კირჩხიბი
თქვენი პირადი წლის ბოლო დღეები პრიორიტეტების დალაგებაში დაგეხმარებათ. განსაკუთრებით აქტუალური გახდება ფინანსები: მკაფიოდ დაინახავთ თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს და მიხვდებით, რომელი ჩვევები უნდა შეცვალოთ. მთავარია, აჩქარებული გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. კვირის მეორე ნახევარში მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა და შინაგან სიმშვიდეს.
ლომი
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. უკვე ჩნდება შანსები, რომლებიც მომავალი თვეების მიმართულებას განსაზღვრავს. ახალ გეგმებსა და ამბიციებს შეიძლება ძველი შეზღუდვები გადაეღობოს, მაგრამ ეს გაჩერების მიზეზი არ არის. ეჭვები უბრალოდ დაგანახვებთ, სად გჭირდებათ ზრდა. კვირის ბოლო საუკეთესო დროა ახალი წამოწყებებისთვის.
ქალწული
კვირა მშვიდად იწყება, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარ სურვილებსა და მიზნებში გაერკვიოთ. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლოგიკასთან ერთად ინტუიციასაც მოუსმინოთ. საქმეები წყნარად მიჰყვება თავის კალაპოტს, თუმცა გახსოვდეთ, რომ დასვენებაც აუცილებელია. კარგი პერიოდია გეგმების განახლებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
სასწორი
სამუშაო გარემოში მეტი სიცხადე დაისადგურებს. თუ ბოლო დროს გეჩვენებოდათ, რომ საქმეები ჭიანურდებოდა, ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. პარალელურად გაფართოვდება სანაცნობო წრე და გამოჩნდება საინტერესო ერთობლივი პროექტები. კვირის მეორე ნახევარი კარგია კარიერული ნაბიჯებისთვის, თუმცა პირადი ცხოვრებაც არ დაივიწყოთ.
მორიელი
ეს კვირა შეგახსენებთ, რომ შინაგანი წონასწორობის გარეშე წარმატების მიღწევა ჭირს. კარიერული პერსპექტივები იზრდება, მაგრამ ოჯახი და საოჯახო საქმეებიც მოითხოვს დროს. ეს დაბრკოლებად არ მიიღოთ – სწორედ სწორი ბალანსი მოგიტანთ საუკეთესო შედეგს. კარგი დროა სწავლისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის.
მშვილდოსანი
თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები იხსნება. გაგიჩნდებათ სურვილი, გამოხვიდეთ ჩვეული ჩარჩოებიდან, იმოგზაუროთ და ისწავლოთ. ახლა განსაკუთრებით ირწმუნებთ საკუთარ ძალებს. ნუ შეზღუდავთ თავს ზედმეტი სიფრთხილით – ბევრი იდეა სრულიად რეალურია. თუმცა, ყოველდღიურ საქმეებსაც ნუ მიატოვებთ და შეინარჩუნეთ პრაქტიკულობა.
თხის რქა
კვირის მთავარი თემა ურთიერთობები და ფინანსებია. ახლობლებთან კომუნიკაცია უფრო მშვიდი გახდება, ხოლო ის საუბრები, რომლებსაც ადრე არიდებდით თავს, საბოლოოდ ურთიერთგაგებამდე მიგიყვანთ. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება ფულად საქმეებსა და სტაბილურობაზე გადავა. ახლა აუჩქარებელი გადაწყვეტილებების დროა.
მერწყული
პირველ ადგილზე ურთიერთობები გადმოდის. ეს კვირა დაგეხმარებათ გაიგოთ, რომელი კავშირებია მართლა ღირებული და სად არის მოლოდინების შეცვლა საჭირო. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბრები, რომლებიც ნდობას აღადგენს. რაც უფრო გულწრფელი იქნებით საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან, მით უფრო მშვიდად განვითარდება მოვლენები.
თევზები
მთავარი ამოცანაა, შეინარჩუნოთ ბალანსი სამუშაოს, პირად ცხოვრებასა და დასვენებას შორის. სამსახურში ახალი შესაძლებლობები ჩნდება, ფინანსური პერსპექტივაც საინტერესოა, თუმცა გადაღლის რისკიც იზრდება. აუცილებლად გამოყავით დრო საყვარელი საქმისა და ახლობლებისთვის – ენერგიის სწორად გადანაწილება ახლა თქვენი მთავარი კოზირია.
