მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო ტრადიციულად ზაფხულის მშვიდ, დასვენების თვედ ითვლება, წელს ის საკმაოდ დატვირთული და დინამიკური იქნება. თითქმის მთელი თვის განმავლობაში მზე და მერკური ლომის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებიან, რაც გააძლიერებს სურვილს, უკეთ მოვუსმინოთ საკუთარ თავს, ჩავწვდეთ ჩვენს ჭეშმარიტ სურვილებს და გაბედულად გადავდგათ ნაბიჯები მათ ასასრულებლად
ზაფხული იწურება: არ გაუშვათ ხელიდან ბოლო შანსი!
აგვისტოში ბევრი კვლავ დაუბრუნდება ზაფხულის თუ წლის დასაწყისში დასახულ გეგმებს – საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, ახალი უნარების ათვისებას ან ძველი ოცნებების ასრულებას. ეს იდეალური პერიოდია ასეთი წამოწყებებისთვის, თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ყურადღების ცენტრში მოქცევისა და საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილიც.
რას გვიმზადებს ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:
ვერძი
ვერძებისთვის აგვისტო შთაბეჭდილებებით სავსე თვე იქნება. ბევრი მათგანი შვებულებაში წასვლას, გარემოს შეცვლასა და ემოციურ დამუხტვას შეძლებს. ეს პერიოდი წარმატებულია კარიერისთვისაც: შეძლებთ ახალი იდეის პრეზენტაციას, პროექტის გაშვებას ან საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას. მთელი თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნებით.
კურო
ზაფხულის ბოლო თვეს კუროები ოჯახურ საქმეებს დაუთმობენ. შესაძლოა მოგიწიოთ საკუთარი პოზიციის დაცვა რემონტის, ბინის მოწყობისა თუ მსხვილი შენაძენების საკითხებში. ზოგიერთი ნათესავებს მოინახულებს ან იმ ადგილებს ეწვევა, სადაც თბილი მოგონებები აკავშირებს.
ტყუპები
ტყუპებს მოკლევადიანი მოგზაურობები ელოდებათ – როგორც დასასვენებლად, ისე საქმიან ვიზიტებისთვის. გაძლიერდება ურთიერთობების მოთხოვნილებაც: მოგინდებათ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, ახლობლებთან ან კოლეგებთან, რომლებთანაც გულახდილი საუბარი და განტვირთვა შეგეძლებათ.
კირჩხიბი
აგვისტოში კირჩხიბებს სასიამოვნო ცვლილებები ელოდებათ პროფესიულ სფეროში. მოსალოდნელია ხელფასის მომატება, პრემია ან სარფიანი შემოთავაზება. საუბარი მხოლოდ ფულზე არაა – ეს შეიძლება იყოს საინტერესო პროექტში ჩართვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება ან ახალ ადგილას გადასვლა.
ლომი
ლომები ენერგიით იქნებიან სავსე და იგრძნობენ, რომ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებიან. თუმცა, თვის დასაწყისში მნიშვნელოვანია ძალების სწორად გადანაწილება, არ გადაიღალოთ. ყურადღება გაამახვილეთ საქმეებზე, რომლებიც კარიერულად დაგაწინაურებთ ან შთაგონებას მოგიტანთ (მაგალითად, ჰობი ან შემოქმედებითი პროექტი).
ქალწული
ქალწულებს ეძლევათ შანსი, აისრულონ სანუკვარი ოცნება – გარემოებები თქვენს სასარგებლოდ დალაგდება. გარდა ამისა, შესაძლოა გაგიტაცოთ ახალმა შემოქმედებითმა საქმიანობამ, რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.
სასწორი
აგვისტოში სასწორები ყურადღების ცენტრში მოექცევიან და ადვილად გააბამენ ახალ ნაცნობობას. მათ შორის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებთანაც საერთო ენას სწრაფად იპოვით, ამიტომ არ თქვათ უარი შეხვედრებსა და ღონისძიებებზე. ამასთან, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, რომლებიც აუცილებლად უნდა განახორციელოთ.
მორიელი
მორიელები მთლიანად სამუშაოზე კონცენტრირდებიან და აქტიურად დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. გაიზრდება ამბიცია, კარიერული ზრდისა და ავტორიტეტის განმტკიცების სურვილი. შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა მთავარია ზომიერების შენარჩუნება და ზედმეტი აგრესიის თავიდან აცილება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ერთ ადგილზე გაჩერება გაუჭირდებათ – ბევრს შორ მოგზაურობაში ან მივლინებაში გამგზავრება მოუნდება. ეს თვე იდეალურია პროფესიული თვალსაწიერის გაფართოებისთვის: გაჩნდება სარფიანი ხელშეკრულებების დადების, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებისა და გამოცდილი სპეციალისტებისგან ცოდნის გაზიარების შანსი.
თხის რქა
თხის რქებისთვის აგვისტო შესაძლოა არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. მოგიწევთ დამატებითი მოვალეობებისა თუ მოულოდნელი ამოცანების საკუთარ თავზე აღება, თუმცა სირთულეებთან გამკლავება თქვენი ძლიერი მხარეა. ჯილდოდ კი აღიარება, შექება ან გაწეული შრომისთვის კუთვნილი ბონუსი გელით.
მერწყული
მერწყულებს ცვლილებები ელოდებათ პირად ურთიერთობებში. გაგიჩნდებათ სურვილი, განაახლოთ კავშირი პარტნიორთან: ეს პერიოდი შეიძლება გახდეს როგორც რომანტიკის ხანა, ისე დაგროვილი კითხვების განხილვის მიზეზი. ჯობს ღიად ისაუბროთ და აღმოფხვრათ გაუგებრობები.
თევზები
თევზებს ეძლევათ შანსი, განამტკიცონ პოზიციები სამსახურში, გააუმჯობესონ ურთიერთობა კოლეგებთან და შეიქმნან კომფორტული სამუშაო გარემო. ზოგიერთი თევზი ინვესტიციას ჩადებს პროფესიულ ინსტრუმენტებში ან დაიწყებს ახალი, სასარგებლო ჩვევების დამკვიდრებას ყოველდღიურობაში – მაგალითად, ადრე გაღვიძებას, მეტ სეირნობასა თუ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
