Thursday, July 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რევაზ ელიზბარაშვილი ლადო ხინჩიგაშვილის, გენო პეტრიაშვილის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია!” – რას წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი

July 30, 2026
“რევაზ ელიზბარაშვილი ლადო ხინჩიგაშვილის, გენო პეტრიაშვილის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია!” – რას წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ახლობელი

“(დაკავებული)რევაზ ელიზბარაშვილი ლადო ხინჩიგაშვილის, გენო პეტრიაშვილის და ” ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია!” – გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი

“გუშინ წავიკითხე ვრცელი პოსტი 1 აგვისტოს კონცერტი რომ უნდა ჩატარდეს და “გაგებით უნდა მოვეკიდოთ”! რომ ბავშვებს აქვთ გართობის უფლება და ჯილდოების მიღების!

მაინტერესებს ამ ბავშვებს მშობლები ჰყავთ? ჯერ სამარეში არ გაციებულა დედა-შვილი, თქვენი შვილები უნდა ამღეროთ და ტაშ-ფანდურა გამართოთ?
ჯერ სამართალი ვერ გვიპოვია! გორის მერს კოტე ბუზალაძეს სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა გადამდგარიყო, სწორედ მისი უთავბოლობით მოხდა ეს უბედურება!

საკრებულო, რად მინდოდა თქვენი სამძიმარი?- გაასხვისეთ უკვე ახალბაღი? სად არის საპატრულო პოლიციის პასუხისმგებლობა? პოლიციის ეკიპაჟი მანქანაში უნდა მჯდარიყო თუ მოძრაობა უნდა დაერეგულირებინა? – სად არის შსს მინისტრი? გორის საპატრულო პოლიციის უფროსი მინიმუმ რატომ არ გაათავისუფლა თანამდებობიდან?

სად არის ოლქის პროკურორი თამაზ ლომთაძე. დამპირდა, რომ კვირის ბოლომდე ბრიფინგს გამართავდა და საზოგადოებას მოგვაწოდებდა გამოძიების შედეგებს? მაგრამ არა! რევაზ ელიზბარაშვილი ლადო ხინჩიგაშვილის, გენო პეტრიაშვილის და ” ქართული ოცნების” მხარდამჭერი და დამფინანსებელია!
ერთი სად არიან ის “ეროვნული ღირსების დამცველები” 3 წლის ბავშვი რომ გაჭყლიტეთ, გეკონცერტებათ? ეს” ეროვნული ღირსებაა”?
კონცერტები კი არ უნდა გამართოთ!

ხელთუბანში დასაფლავების მეორე დღესვე რომ გამართა შიოშვილმა კონცერტი ! სამარცხვინო კაცი ხარ! ვითომ არ გიცნობდნენ ხელთუბნელები არა? იმდენად მონა ხარ საკუთარ სოფელშივე დაუწყე ხელისუფლებას სისხლის ჩამობანვა სახიდან! ძალიან საცოდავი არარაობა ხარ! როგორ გაბედე ? ვითომ რაო? ხელთუბნელი ხომ არ იყო არა?
და ბოლოს არც იფიქროთ კონცერტები! მე ჩაგიტარებთ კონცერტს! ყველა ისე გამწარდეს ვინც იმ კონცერტში მივა, როგორც ჩვენ გავმწარდით! საბოლოო სიმღერა იყოს თქვენი შვილების!

რადგან თქვენ გულქვა გულამდე ვერ მივიდა, რა მოხდა? რომ მართას ადგილზე თქვენი შვილი იქნებოდა!
არც გადასასვლელი არ დაუხაზიათ ! არც რაიმე სამუშაო შეხვედრა ! არაფერი! ვითომ ჩიტი მომკვდარიყოს!
აი ამიტომ ვწყდებით ! ერთობა და გვერდში დგომა რომ არ ვიცით!

ყველა გვჯობია სომეხიც, აზერიც, ჩეჩენიც, ინგუშიც , ორი დღის ჩამოსული ირანელი, არაბი , ჩინელი და ინდოელი!
ღმერთმა დაგსაჯოთ და აგატიროთ ისე როგორც მე ვიტირე ამ კონცერტის გამოცხადების წაკითხვისას იგივე ელდა დამემართა, რაც ანის და მართას სიკვდილის გაგებისას!

მე მოვალ მანდ ყველას გადაგიღებთ სურათებს ! მშობლების გვარ- სახელებით მთელმა საქართველომ უნდა ნახოს როგორი სამარცხვინო მშობლები ხართ!” – წერს გორში ავარიის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის ახლობელი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წარმოვიდგინოთ, რა იქნება სექტემბრიდან … ” – რას წერს კახა კახიშვილი
  • „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს – შეხვედრას თინა ბოკუჩავა არ ესწრება
  • “24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან, სსე-ს უნდა ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის” – სემეკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge