რუსეთის პატრიარქმა კირილმა ომის სარგებლიანობაზე წიგნი დაწერა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს:
„ვინაიდან სამყაროში ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების შეხებიდან მომდინარეობს, ომის შედეგს ღმერთი წყვეტს და იმარჯვებს ის, ვინც სინათლის მხარესაა. ჩვენი მიწიერი მოწოდებაა – ვიყოთ უფლის მეომრები, წინ აღვუდგეთ ბოროტებას და დავიცვათ მაღალი ზნეობრივი იდეალები“ – ნათქვამია წიგნის ანოტაციაში.
რუსული მედიის ცნობითვე, წიგნში ასევე ნათქვამია, რომ “რუს ხალხს გამარჯვების ძალა შესწევს და არ უნდა აარიდოს თავი ისტორიულ ვალდებულებას – იყოს გამარჯვებული”.
