“მისი მინისტრობის პერიოდში რაც მახსენდება, არის მოკლული თეატრი. პარტია რასაც ეტყოდა იმას აკეთებდა თიკა რუხაძე. თიკა რუხაძე თუ რამეს წარმოადგენს საერთოდ, ყველაფერი იყო დავით დოიაშვილის დამსახურება და მეგობარს ჩაარტყა ზურგში დანა პარტიის გამო. იმ კეთილდღეობის გამო რა კეთილდღეობასაც ეს პარტია აძლევდა ალბათ. ძალიან ბანალური მიზეზის გამო, კეთილდღეობის გამო და იმის გამო, რომ კარგი ჩანთა სჭეროდა ხელში”, – ამბობს მსახიობი გიგა დათიაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრზე, თინა რუხაძეზე.
კულტურის მინისტრმა თინა რუხაძემ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა. ლელო საქართველოსთვის წევრმა გიორგი სიორიძემ კი დღეს თქვა: “გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე Facebook-ის პოსტით რომ გადადგა, კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ იხრჩობა კორუფციაში”.
