საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ს შენდობას სთხოვს.
“გვაპატიეთ…ერისა და ბერის სახელით შენდობას გიძღვნით ჩემო პატრიარქო!
შეგვინდე ჩვენი უგუნურება , რამეთუ ვერ დაგიცავით . შეგვინდე ჩვენი გულგრილობა , რამეთუ გულისყური საჩვენო საქმეებს დავუთმეთ .
შეგვინდე ჩვენი ეჭვიანი კითხვები, რამეთუ წუთისოფლის ამაოებას გავყევით . ცქირი შემოუშვით , იუდას 30 ვერცხლის ჟღარუნს ყური დავუგდეთ , ბილწი და გარყვნილი აზრები მოვისმინეთ .
მაგრამ იცოდეთ პატრიარქო , ისე როგორც არასდროს თქვენი სამწყსო თქვენს გვერდითაა , ყველა თქვენი გულისტკივილი ჩვენთან დავანდა და გახლეჩილი გული , რომელიც ასე დავკუწეთ ერთად აღდგა ღვთის სიყვარულად თქვენი თანადგომისთვის” – წერს ოქიტაშვილი