„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს:
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. კომპანია პროექტში 5 მლნ. ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება 4 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება. ასევე ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.
15 ივლისს, წყალმომარაგების ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებითი სამუშაოები 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 15 ივლისს დილის 10:00 საათიდან, 16 ივლისის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში – კოსტავას ქუჩა N28-60; N59-61; N64; თაბუკაშვილის ქუჩა N1-23; N2-30; რუსთაველის გამზ. N29, 31; სტამბის ჩიხს, მარი ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, რევაზ ლაღიძის, კვალის, სობჩაკის, ჭანტურიას, გრ.აბაშიძის, ვირსალაძის და ნიშნიანიძის ქუჩებს.