Wednesday, July 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფსიქოლოგს, რომელმაც 50 ბავშვზე სექსუალური ძალადობა აღიარა, 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

July 29, 2026
ფსიქოლოგს, რომელმაც 50 ბავშვზე სექსუალური ძალადობა აღიარა, 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვლადიკავკაზში მცხოვრებ ბავშვთა ფსიქოლოგს ანტონ შიშენკოს ბავშვებზე სექსუალური ძალადობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჟურნალისტ ელიზავეტა ჩუხაროვას ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შიშენკომ 50-ზე მეტი დანაშაული აღიარა, იგი მხოლოდ ორ ბრალდებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი.

ამასთან, შიშენკოს 20 წლის განმავლობაში ბავშვებთან მუშაობაც აეკრძალება, კაცს დამატებით დაუნიშნეს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობაც.

ანტონ შიშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მარტის ბოლოს აღიძრა. პროკურორების თქმით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბავშვმა სექსუალური შინაარსის ნახატები დახატა. გამოძიების მსვლელობის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი სავარაუდო დაზარალებულები და გაიზარდა სავარაუდო დანაშაულების რაოდენობაც.

ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, გამოძიების საწყის ეტაპზე შიშენკომ ბრალდებები ნაწილობრივ აღიარა და გამომძიებლებს რამდენიმე ათეული – 50-მდე მსხვერპლი ბავშვის შესახებ უამბო. მშობლების თქმით, ის თერაპიის სესიების დროს უფროსებს სისტემატურად სთხოვდა გარეთ დალოდებას იმ საბაბით, რომ ბავშვებს მასთან ინდივიდუალურად მუშაობა სჭირდებოდათ. მშობლები ასევე აცხადებენ, რომ ის ბავშვებს ემუქრებოდა – ეუბნებოდა, რომ მომხდარის შესახებ მშობლებისთვის თქმის შემთხვევაში მათ ბავშვთა სახლში გაგზავნიდნენ.

შიშენკო თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან, მათ შორის აუტიზმის სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებთან. ის პაციენტებს ვლადიკავკაზში, თავის კერძო სარეაბილიტაციო ცენტრში იღებდა.

მედიის ცნობით, დაკავების შემდეგ შიშენკომ საგამოძიებო იზოლატორში თვითმკვლელობა სცადა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აქტივისტები “მანდატურების მხრიდან ძალადობას აღწერენ
  • აჭარაში ყალბი 100 და 50-დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს
  • აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge