თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამ – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ შეთანხმებას არ გააფორმებენ, მაშინ უკან დავბრუნდები და საქმეს ბოლომდე დავასრულებ. მაგრამ, მათ აღდგენისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ. უკვე წლებიც კი სჭირდებათ, რომ რამე აღადგინონ“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ირანში სამიზნე ხიდები და ელექტროსადგურები იქნება.
„შემიძლია, რომ ხიდების უმეტესობა ერთ საათზე ნაკლებ დროში გავანადგურო. ასაშენებლად ყველაზე რთული ელექტროსადგურებია, ხოლო ყველაზე დიდი დრო ხიდების მშენებლობას სჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
