Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვლავ თორნიკე ჯანელიძე გამოიკითხება

July 28, 2026
გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილსი საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. სუს-ის ყოფილი შეფის საქმე, სავარაუდოდ, სექტემბერში გაგის.

დღევანდელ პროცესზე მოწმე, თორნიკე ჯანელიძე გამოიკითხება, მან გუშინდელ სხდომაზე პროკურატურის კითხვებს უპასუხა, დღეს კი დაცვის მხარეს გასცემს პასუხებს.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ინფორმაცია, რომელიც მოწმემ სასამართლოში დააფიქსირა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე გრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა. გუშინ დაიკითხა ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც ისაუბრა იმ პერიოდისათვის “ქოლ-ცენტრების” მფარველობასთან დაკავშირებით, ვინ წარმოადგენდა ე.წ. ქოლგებს იმ “ქოლ-ცენტრებისთვის”, რაც ფუნქციონირებდა იმ დროისთვის. გუშინ, ბრალდების მხარემ დაასრულა მოწმის დაკითხვა, დღეს დაცვის მხარე გააგრძელებს უკვე ამ მოწმის დაკითხვას. ინფორმაცია, რაც დააფიქსირა მოწმემ სასამართლოში, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – ამბობს მარიამ ბერძენიშვილი.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განმარტებით, თორნიკე ჯანელიძემ გარკვეულ პირებთან მიმართებაში გააჟღერა, თითქოსდა შუამავლის სტატუსით მივიდნენ, როგორც სუს-ის წარმომადგენლები, თუმცა უფლებადამცველის თქმით, დასახელებული პირები გრიგოლ ლილუაშილის მიერ სუს-ის ხელმძღვანელობის დროს დაკავებულები იყვნენ.

მოწმემ გააჟღერა გარკვეულ პირებთან მიმართებაში თითქოსდა შუამავლის სტატუსით მივიდნენ, როგორც სუს-ის წარმომადგენლები, თუმცა დასახელებული პირები ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ში ხელმძღვანელ პირად ყოფნის დროს, დაკავებულები არიან, დღეის მდგომარეობით მისჯილი აქვთ საკმაოდ დიდი სასჯელი.

აღნიშნულ მოწმესთან მიმართებაში, ჩემდა სამწუხაროდ, ბრალდების მხარემ მოახერხა კვლავაც დეზინფომრაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რაც ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. აღნიშნული მოწმე ესოდენ მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო ანდრია ლილუაშვილის საქმესთან მიმართებაში, ის დაიკითხებოდა მის მიმდინარე ბრალთან. პროცესზე ზოგადად გაჟღერდა სიტყვა “კასირი”, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმემ ცალსახად განმარტა, რომ მას არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს ანდრია ლილუაშვილთან და მას არანაირი სახის შემხებლობა არ ჰქონია; განმარტა, რომ ის და მის დაჯგუფებაში მყოფი დანაშაულში მონაწილე პირები გარკვეული სახის ფულად სახსრებს იხდიდნენ მედია საშუალების წარმომადგენელს იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელებულიყო და სწორედ აღნიშნული დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი “კასირი”, რაც გაჟღერდა პროცესზე,” – ამბობს ლანა ცერცვაძე.

ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წერა-კითხვის სააგენტოს პარალელურად, საქართველოში შეიქმნა ცემა-ტყეპის სააგენტოც…” – რას ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი
  • სადიგოვის ცოლის თქმით, თვალთვალის გამო საფრანგეთის პოლიციას მიმართა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge