„საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ უნივერსიტეტის, არავინ მე არ მყავს, ნათესავები… მეგობრები გავიჩინე, კი ბატონო, მაგრამ არავინ ჩემი მხარდამჭერი არ არის აქ. აი, ღმერთის ანაბარა ვარ რუსეთში, ჩემო მეგობრებო.
კაცი ვარ ჩამოსული, მარტო, რაღაცას ვაკეთებ, იმის მაგივრად გვერდში დამიდგე [მიემერთება ფიფიას] რაღაცა, თავს მესხმის… არც რაიმე მხარდაჭერა მიგრძნია, არც რაიმე დაფასება მიგრძნია და პირიქით, თავდასხმების ქვეშ ვარ და უკვე ვფიქრობ, ღირს ამ ქვეყანაში გაგრძელება? ან სწავლის, ან ცხოვრების, როცა ერთი კაცისთვის ვერ მიუხედიათ – გამოდის მოკრიმინალო ტიპი [და მემუქრება]“, — ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.
რუსეთში მცხოვრები მჟავანაძე აცხადებს, რომ მას ტელეფონით დაურეკა პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მოსკოველმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა./
