უკრაინის ომის მონაწილე ქართველმა ექიმმა ქეთი ლეშკაშელმა ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის „წმინდა პანტელეიმონის ჯილდო“ მიიღო.
ამის შესახებ კი, მან სოციალურ ქსელში განაცხადა – “დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემთვის განსაკუთრებული სიახლე გაგიზიაროთ. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წმინდა პანტელეიმონის ორდენის საერთაშორისო ჯილდო მივიღე – ჯილდო, რომელსაც ხშირად „მედიცინის ოსკარს“ უწოდებენ. ეს მაღალი აღიარება გადმომეცა ნომინაციაში -„უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობა, ჩემი მხარდაჭერა და ჩემი წვლილი უკრაინის გვერდით ყოფნაში ასე დაფასდა. ეს ორდენი მხოლოდ ჩემი პირადი ჯილდო არ არის. ის ეკუთვნის ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა, მხარს მიჭერდა და აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. გულითად მადლობას ვუხდი წმინდა პანტელეიმონის ორდენის საპატიო საბჭოს ამ მაღალი შეფასებისა და ნდობისთვის. დიდება უკრაინას! “
