მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 049 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 0.63%-ით იკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 57 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.35%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 354 ლარია, 750 სინჯის – 265 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 207 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 5.14 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.50 ლარი ღირს.
