Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს

July 28, 2026
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სტრასბურგში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე საჩივარი გაგზავნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ჟორჟოლიანის 3-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას უკავშირდება.

„26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში ჟურნალისტისა და პოლიტიკოსის, ნანუკა ჟორჟოლიანის დარღვეულ უფლებებს დაიცავს.

ივანიშვილის მორჩილმა და კორუმპირებულ მოსამართლეთა კლანის მიერ მართულმა სასამართლომ ნანუკა ჟორჟოლიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 3 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას უკავშირდება.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებთან. ისინი ასევე წინააღმდეგობაშია თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკუთარი კამერებით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილ ფაქტებთან, რადგან აღნიშნულ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ პარლამენტის წინ ტროტუარზე შეკრებილი მომიტინგეები, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანი არავის გადაადგილებას არ უშლიდნენ ხელს.

ნანუკა ჟორჟოლიანის საჩივარი რიგით უკვე მე-12 საჩივარია, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოში მარტო უკანასკნელი წლის განმავლობაში გააგზავნა.

ჩვენ გავაგრძელებთ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების დაცვას მართლმსაჯულების საერთაშორისო ორგანოში, რადგან სამართლის ძიება ეროვნულ სასამართლოებში ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელი გახდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა
  • ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ფიფიამ მას ტელეფონით დაურეკა, აგინა და დაემუქრა
  • მარნეულში კაცი დაჭრეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge