შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს კი ბრალდება წარედგინება.
ირკვევა, რომ ნაწილი მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებებით ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.
უწყებაში გამართული ბრიფინგიდან დგინდება ისიც, რომ ფინანსურ დავებს მხარეები სწორედ ე.წ. ქურდული გარჩევებით აგვარებდნენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მკვლელობით ემუქრებოდნენ.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები და ტექნიკა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები.
