Tuesday, July 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პუტინი განცხადებას ავრცელებს

July 28, 2026
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ერევანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს საყოველთაო რეფერენდუმი, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ, სურთ თუ არა ევროკავშირში ინტეგრაცია, თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენა. ამის შესახებ მედიასთან კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

ბუნებრივია, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევროაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს. ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც სომხური მედია წერს, ფაშინიანის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება აქტუალური, თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს წარადგენს. ამ ეტაპზე, მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხური წარმოების საქონლის რუსულ ბაზარზე ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება სომხეთ-რუსეთის სამართლებრივ ბაზასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს, და მოსთხოვდა ზომების მიღებას ამ საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ოთხი სახელმწიფოს ლიდერების მიერ მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც სომხეთი ევროკავშირს ოფიციალურ განაცხადს წარუდგენს წევრობაზე და თემას საგნობრივ ხასიათს მისცემს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მზაობას, აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით მოაგვაროს, – წერს სომხური მედია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიდი ალბათობით, ყრილობაზე არ დაისმება „ოპოზიციის ალიანსში“ „ნაცმოძრაობის“ დარჩენის საკითხი …” – ანა წითლიძე
  • საქართველო Netflix-ზე – საერთაშორისო შოუს ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს მიეძღვნება
  • საჯარო მოხელეები ივანიშვილს იდენტური ტექსტებით აქებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge