თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.
პროცესი 13:00 საათიდან დაიყება.
პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.
„ბიძინა“ და სამი ასოს კომბინაცია – ამ ბანერით გამოკითხვის ჩატარებას თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეთა მასობრივი დაკავება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ ბანერზე გვარი დაკონკრეტებული არ იყო, პოლიციამ ის შეურაცხყოფად მიიჩნია და ჯამში ათი ადამიანი დააკავა.
ადგილზე ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ღამით საკრებულოსთან სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
აქტივისტები ამბობენ, რომ საკრებულოს წეინ მიმდინარე აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსანმა, დავით მამაგეიშვილმა სტუდენტ, სანდრო სეხნიაშვილს სახეში ხელი ჩაარტყა.
