“ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
კომპანიის ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 11:00-იდან 11:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, მჭადიჯვარი, ახალშენი, ებნისი, პეტრიანი, ლამოვანი, ქვიტკირისწყარო, ციხევდავი, ზემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ – წერია ინფორმაციაში.
