Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

1-წლიანი საშვი და ახალი წესები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის – შსს-მ ბრძანება გამოსცა

July 27, 2026
1-წლიანი საშვი და ახალი წესები სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის – შსს-მ ბრძანება გამოსცა

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ავტობუსის ზოლში გაჩერების სპეციალური წესები დაუწესდათ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა.

24 ივლისით დათარიღებული დოკუმენტი სპეციალურ წესებს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისთვის ადგენს, რომლითაც სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის მიწოდება ან მათ სასარგებლოდ გადატანა ხდება.

ბრძანების თანახმად, შესაბამისი საშვის მქონე ავტომობილებს საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერებისა და დგომის უფლება ექნებათ მხოლოდ 01:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის სხვა დროის მონაკვეთს განსაზღვრავს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული უფლებით სარგებლობა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური საშვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საშვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ერთი წლის ვადით გასცემს.

საშვის მისაღებად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა ან საქონლის გადამტანმა კომპანიამ საპატრულო პოლიციას წერილობით უნდა მიმართოს და წარადგინოს:

სატრანსპორტო საშუალების მარკისა და სახელმწიფო ნომრის შესახებ ინფორმაცია;

სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;

შემოსავლების სამსახურის ცნობა გადასახადის გადამხდელის ძირითადი და დამატებითი საქმიანობის შესახებ;

ავტომობილზე დატანილი შუქამრეკლი სტიკერის, ასევე განმასხვავებელი ნიშნის ან შეფერილობის (არსებობის შემთხვევაში) ფოტომასალა.

ბრძანებით განსაზღვრულია, რომ საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერებისას მძღოლი ვალდებულია ჩართული ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ავტომობილიდან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით განათავსოს საავარიო გაჩერების ნიშანი, სამუშაოს დასრულებისთანავე კი დაუყოვნებლივ დატოვოს ზოლი.

ამასთან, როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, საქონლის გადამტან პირს უნდა ეცვას შუქამრეკლი უსაფრთხოების ჟილეტი, ხოლო ავტომობილიდან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით განთავსდეს მინიმუმ 0,5 მეტრი სიმაღლის საგზაო ბოძი ნარინჯისფერი ან ყვითელი ციმციმა განათებით.

ავტომობილის საბარგულზე ან უკანა კარებზე სავალდებულო ხდება შუქამრეკლი სტიკერის განთავსებაც.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ადგილზე ექნება უფლება გადაამოწმოს BUS ზოლში გაჩერების მიზანი, მათ შორის, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში შეამოწმოს საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადების არსებობა.

რაც შეეხება საშვის გაუქმებას, ეს შესაძლებელია მისი მფლობელის მოთხოვნის, ავტომობილის გასხვისების, წესების სისტემატური დარღვევის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საავტობუსე ზოლში (BUS LINE) გაჩერება ან დგომა მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პოლიციელი მამაგეიშვილი ქალს თმებში სწვდა, ხელი დაარტყა ჩემ მეგობარს…”- აქტივისტები დაკავების დეტალებს იხსენებენ
  • “კასირის“ წოდებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ…” – რას ამბობს ლილუაშვილის ადვოკატი
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების სადგომის გაუქმებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge