Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?!..” – რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი

July 27, 2026
“ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში გადაცდომები არის ისეთი, რომ ლეტალურად მთავრდება ხოლმე აქციის მონაწილეებთან პოლიციელების შეტაკება – მადლობა ღმერთს, საქართველოში გადაცდომები არც ძალიან ბევრი ყოფილა და არც ლეტალური” – გურამ მაჭარაშვილი

ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?! – ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მაცრი სანქციები იქნება, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოსთან 10 ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ადამიანს ბანერით მიაყენებ შეურაცხყოფას, სიტყვიერად თუ პოსტის დადებით, მიზანი ერთია და კანონის მიხედვით, პოლიტიკოსის, ან საჯარო პირის მიმართ შეურაცხყოფის საჯაროდ მიყენება დასჯადია.

„დღეს ვერავინ ვეღარავის მოატყუებს. ადამიანს ბანერით მიაყენებ შეურაცხყოფას, სიტყვიერად თუ პოსტის დადებით, მიზანი ერთია. კანონმდებლობაში წერია, რომ თუ საჯაროდ შეურაცხყოფა იქნება მიყენებული პოლიტიკოსის, თუ საჯარო პირის მიმართ, დასჯადია. ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ საჯაროდ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?! ვის მოატყუებ, რომ ბანერი მეჭირა ხელში და ამიტომ დამაკავესო?! საკუთარ ამომრჩევლებს აგდებენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. საჯარო ფაქტები არსებობს – დგახარ ბანერით და შეურაცხყოფას აყენებ, ან შეურაცხმყოფელი პოსტი გაქვს გამოქვეყნებული. გაგრძელდება ეს პროცესი აუცილებლად და იქნება უფრო მაცრი სანქციები. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, სანაია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გვარის წარმომადგენელი, თუ კიდევ გააგრძელებს ხულიგნობას, პატიმრობაც მიუსაჯეთ და უფრო მეტი ვადაც მიეცითო. სლოვენიის მაგალითი გვიდევს წინ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოწმეების თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ნაღდ ფულს ბიძაშვილის დახმარებით იღებდა
  • “მივმართავ პატრიარქ შიოს: განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებს?…” – რას ამბობს სევდია უგრეხელიძე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge