Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ახალი დეტალები ნატა ვიბლიანის საქმეში – რა მოხდა სვანეთში საქმის გასაჯაროების შემდეგ

July 27, 2026
ახალი დეტალები ნატა ვიბლიანის საქმეში – რა მოხდა სვანეთში საქმის გასაჯაროების შემდეგ

ნატა ვიბლიანის ბრალდებებს ჯიმშერ ვიბლიანი არ აღიარებს – ჯიმშერ ვიბლიანის უფლებადამცველის ინფორმაციით, ძალადობაში ბრალდებულმა ხატის წინაშე დაიფიცა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მისივე თქმით, ნატა ვიბლიანის ძმებს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს და დაიბარეს, რომ ტაძარში ფიცის დასადებად მისულიყვნენ, თუმცა ისინი ეკლესიაში არ გამოცხადდნენ.

მარიამ კუბლაშვილმა ასევე გასაჯაროვა ხმოვანი ჩანაწერების ნაწილი, რომელიც მისი თქმით, დაადასტურებს იმას, რომ ნატა ვიბლიანი, კონკრეტულ პირებს, რომლებსაც დიდი გავლენები აქვთ სვანეთში, ხელს ტყუილუბრალოდ ადებს, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის მიღების მიზნით.

უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ნატა ვიბლიანი ჯიმშერის ოჯახის წევრებს სთხოვდა, შუამავალი ყოფილიყო ბაჩუკი ჩხვიმიანის ოჯახთან, რათა მისი საცხოვრებელი დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს საჯაროდ მოყვებოდა.

“მაგას აქვს შანსი, რომ გამოისყიდოს თავისი ცოდვები მასე, როგორც მე ვუთხარი, მივიდეს ნოდარიშერებთან და გამოიჩინოს ინიციატივა, რომ რა ვქნათ, როგორც გვარი. მთელ გვარს არცხვენენ. ან შეუძლია მაგალითად ერთი 50 ათასი ევრო დამირიცხოს სიჩუმისთვის, მაგიც შეუძლია, გადაეცი, მაგის მეუღლეს, ან ოჯახს, თუ არ უნდა, რომ მოკლან, ან ციხეში პედოფილის სახელით შევიდეს, ან 50 ათასი ევრო, ზუსტად მასე მოვექცევი, იმიტომ რომ მან პატივი არ მცა მე. 50 ათასი ევრო ჩემს ანგარიშზე, სიჩუმისთვის, რომ ხმა არ ამოვიღო არასდროს, თუ აწყობთ, აწყობთ, თუ არადა ორშაბათს სახელს ვიტყვი მარტო და მორჩა” – ამბობს ადვოკატის თქმით, ხმოვან ჩანაწერში ნატა ვიბლიანი.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად აცხადებს, რომ უდანაშაულოა და გამოძიების სწრაფ და ეფექტურ წარმართვას ითხოვს.

კუბლაშვილი იმ ეპიზოდზეც ჰყვება, როდესაც მისივე მტკიცებით, ნატა ვიბლიანს სოლიდარობის გამოსახატავად ჯიმშერის მეუღლემ მისწერა, რა დროსაციურისტის განცხადებით გაირკვა, რომ ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქალი კონკრეტულ ეპიზოდშიც მის ქმარსაც ადანაშაულებდა.

“მესტიის წმინდა გიორგის სახელობის უძველეს ტაძარში, მედიატორების გადაწყვეტილებით, ჯიმშერ ვიბლიანმა სვანური ადათობრივი წესისა და ადგილობრივი მედიატორების მონაწილეობით, საკუთარ ვაჟიშვილთან ერთად, ხატის წინაშე დაიფიცა. ჯიმშერ ვიბლიანი, პრინციპულად აცხადებს, რომ თავს უდანაშულოდ მიიჩნევს, თავადვე ითხოვს გამოძიების სწრაფ, ეფექტიან და სრულყოფილ წარმართვას. ნატა ვიბლიანს არასდროს ჯიმშერ ვიბლიანის სახელი არ დაუსახელებია, ამ ყველაფრის შემდგომ, მისმა მეუღლემ ნატას თავისივე ინიციატივით მიწერა, სოლიდარობა გამოუცხადა, რის შემდეგაც განვითარდა საუბარი, და პირველად, ქალბატონმა ნატამ გადაწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ ჯიმშერ ვიბლიანის მეუღლისთვის განეცხადებინა და ეთქვა, რომ 35 წლის განმავლობაში არასდროს, არავისთვის მითქვამს, მაგრამ პირადად თქვენ გეუბნებით, რომ ასევე, ბატონი ჯიმშერიც ჩემზე ძალადობდა და ეპიზოდი დაასახელა. ქალბატონ ნონასთან საუბრის დროს, მოიფიქრეს გამოსავალი, რომ შესაძლოა, კარგი შუამავლი ყოფილიყო ჯიმშერ ვიბლიანი, იმიტომ, რომ იცის, ამ ადამიანს და მის ოჯახს უმწიკვლო რეპუტაცია აქვს და ის შეძლებდა ჩხვიმიანების დარწმუნებას” – ამბობს კუბლაშვილი.

ჯიმშერ ვიბლიანი საგამოძიებო უწყებაში ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.

ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს – მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავაზში მცხოვრებთა ნაწილი, სოფლის მიმდებარედ მოწყობილი ტრაილერების სადგომის გაუქმებას ითხოვს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • მოწმეების თქმით, გრიგოლ ლილუაშვილი ნაღდ ფულს ბიძაშვილის დახმარებით იღებდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge