Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უკანონო ფორმირების შექმნა 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – რას ამბობენ იურისტები ქართველიშვილის ინიციატივაზე

July 27, 2026
უკანონო ფორმირების შექმნა 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – რას ამბობენ იურისტები ქართველიშვილის ინიციატივაზე

ადვოკატი ომარ ფურცელაძე MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.

ადვოკატი წერს, რომ იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.

ფურცელაძე იმედოვნებს, რომ მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას.

“[ჩვენი ორგანიზაცია] გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.”

[….] “არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, […] ციხეშიც წავიდეთ”.

– ცალკე აღებული, ზემოთ ნაჩვენები ტექსტი და შესაბამისად ქმედება (ორგანიზაციის შექმნა) არის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული.

– მეორე მხრივ, იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც.

იმედს ვიტოვებ, მინიმალური კეთილგონიერება მაინც აღმოაჩნდება ვინმეს იმისთვის, რომ ისედაც მძიმე პოლარიზებულ გარემოში მდგომარეობის სრული რადიკალიზაცია არ დაუშვას, – წერს ფურცელაძე.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.

ამასთან, გიორგი ქართველიშვილი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის დაფუძნება “ქართულ ოცნებასთან” არ შეუთანხმებია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ­ში, სა­დაც და­მან­გრე­ვე­ლი ტყის ხან­ძრე­ბი მძვინ­ვა­რებს, პო­ლი­ცი­ამ ­კა­ცი და­ა­კა­ვა
  • ახალი დეტალები ნატა ვიბლიანის საქმეში – რა მოხდა სვანეთში საქმის გასაჯაროების შემდეგ
  • რუსეთმა ხარკოვიდან პოლტავამდე მონაკვეთზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურები სრულად გაანადგურა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge